ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სანქტ-პეტერბურგის ტერაქტში სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

ბოლო ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მისი ვინაობა დადგენილია. ინფორმაციას სამართალდამცველებზე დაყრდნობით სააგენტო Интерфакс-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს არის 23 წლის კაცი წარმოშობით შუა აზიიდან, რომელიც დაკავშირებული იყო რადიკალ ისლამისტებთან. ყაზახეთის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ყაზახია და მისი ვინაობა ცნობილია.

იმავდროულად, რუსულ პრესაში მეორე ეჭვმიტანილი ტერორისტის ფოტო გამოქვეყნდა. “მეხუთე არხი” აქვეყნებს ადამიანის ფოტოს, რომელმაც სავარაუდოდ განათავსა ასაფეთქებელი მოწყობილობა სანქტ-პეტერბურგის მეორე მეტროსადგურში (Площадь Восстания). ეს მოწყობილობა არ აფეთქდა. ის გააუვნებელყვეს. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 1 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა, რაც სამ-ხუთჯერ მძლავრია აფეთქებულზე.

ტელეკომპანია იუწყება, რომ სპეცსამსახურებს სწორედ ამ ადამიანზე აქვთ ეჭვი.მანამდე, პეტერბურგულმა ინტერნეტ გამოცემამ Фонтанка განოაქვეყნა.მეორე ეჭვმიტანილის ფოტო, რომელმაც ასფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურ Петроградская-ზე ააფეთქა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-მდე დაშავდა.

რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამართალდამცველები ორ ადამიანს ეძებდნენ.  4 აპრილიდან სანქტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

იტვირთბა....