გარემოს ეროვნული სააგენტო ახლო დღეებში ამინდის პროგნოზს გვთავაზობს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
4-6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება. 7-9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.