ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რაზე მოიმატა ფასებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში

“საქსტატის” მონაცემებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით – 0.5% შეადგინა. წლიური ინფლაცია კი, მიზნობრივზე მაღალია  და 5.4% შეადგენს.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები-  ბოლო 1 თვეში ფასები შემცირდა 1,1%-ით,

ბოსტნეული და ბაღჩეული -8,5 პროცენტით გაიაფდა,

რძე, ყველი და კვერცხი- 2%-ით გაიაფდა,

ყავა, ჩაი და კაკაო – 0,5 %-ით გაიაფდა,

ხილსა და ყურძენზე -2%-ით გაიზარდა,

ზეთსა და ცხიმზე -1,4 %-ით გაიზარდა,

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი-ფასები შემცირდა 1,5 %-ით,

ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე-1.7%-ით  შემცირდა,

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით.

ტრანსპორტი- ფასები გაიზარდა 18,7 %-ით,

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე გაიზარდა  27,4 % და სატრანსპორტო მომსახურებაზე 4,6 %-ით;

ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5,4%-ით გაძვირდა,

ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (13,6 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (8,1 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (7,8 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,1 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (4,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო ჯგუფში ფასები გაიზარდა 16 პროცენტით, მათ შორის თამბაქოს ნაწარმი 33,1 % არის გაძვირებული.

იტვირთბა....