ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზა ჩაინგრა. აღნიშნულ ინფორმაციას ” ქუთაისთუდეი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო, საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს. მთლიანად გადაიკეტა მისასვლელი გზაც, თუმცა აღნიშნული შემთხვევის შედეგად არიან თუ არა დაზარალებულები ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვცერლდება.