ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 481 მილიონი დოლარი შემოვიდა

2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.3%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია.

2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.

2017 წლის ორი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 293,065 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2016 წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იტვირთბა....