ახალი ამბები მედია მთავარი

“ტელეკომპანია მარაო დახურეს”: მაია ასათიანის დედის განცხადების შემდეგ – რატომ გადის ეთერში ძველი მედიაპროდუქტი

მიუხედავად იმისა, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანია “მარაო” არ იხურება და მხოლოდ მის რეორგანიზაციაზეა საუბარი, მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მარაო” იხურება. უფრო მეტიც, არხზე აღარ იწერება ახალი გადაცემები და ეთერში ძველი მედიაპროდუქტი გადის – აი ეს არის არგუმენტი და მიზეზი იმისა, თუ რატომ ფიქრობენ ასე მედიასაშუალებები.

ამასთან, ,,მარაოში” მიმდინარე რეორგანიზაციას ჟურნალისტ მაია ასათიანის დედა, ნინო კალანდარიშვილი გამოეხმაურა.

,,ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი “მარაო” დახურეს!  საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს…. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს, ხვალ ნუცას ორმოცია“, – წერს ნინო კალანდარიშვილი.

მაია ასათიანი

„ჩვენი ქონება დაყადაღებულია. ამ დროის განმავლობაში ინვესტირება არავის გაუკეთებია. შესაბამისად, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს იმ გადაცემებს, რომლებიც შესაძლოა, დაიხუროს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

იტვირთბა....