ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

დიდუბეში ორი მამაკაცი დაჭრეს

დიდუბეში შელაპარაკების ნიადაგზე ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ორივე მათგანი  ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.  მედიკოსების ინფორმაციით, მიღებული ჭრილობები სიცოცხლისათვის სახიფათო არ აღმოჩნდა და დაჭრილი მამაკაცები წუხელვე გაწერეს.

როგორც  შს სამინისტროში აცხადებენ,  ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....