საზოგადოება

“ერთი გოგოს ამბავი მადარდებს”: ინგა გრიგოლიას პოსტს საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საკუთარ ვებ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ნინო დარასელს მიმართავს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დედა, რუსუდან კერვალიშვილი დაუპატიმრეს:

“ერთი გოგოს ამბავი მადარდებს, ყველაზე მაგარი გოგოსი, ომელიც ცხოვრებაში შემხვედრია.ბევრი წლის წინ გავიცანი,ტელევიზიაში რომ მივედი. ყველა ეფერებოდა ,ყველას ეფერებოდა,ყველა ემეგობრებოდა და ყველას უყვარდა.იმიტომ არა,რომ ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი იყო,არც იმიტომ, რომ თბილისური ბომონდის ერთ-ერთი გამორჩეული გოგო იყო. ყველას მართლა გულით უყვარდა, უბრალო,თავმდაბალი,ძალიან თბილი, ძალიან სათუთი და ძალიან საყვარელი. ძალიან ნიჭიერი და საოცრად კეთილი. უნიჭიერესი გოგო,რომელიც სულ იჩაგრებოდა ტელევიზიაში, იმიტომ რომ ისეთი მამის შვილი იყო,რაც არ უნდა გაეკეთებინა, თითქოს სულ მამის ჩრდილში რჩებოდა…დიდსულოვან ადამიანზე ვწერ ამ დილაადრიან,მე მსგავსი სიკეთის ადამიანი იშვიათად შემხვედრია (დედაც ზუსტად ასეთი ჰყავს)… კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანებიდან ცოტა მახსენდება მისნაირი კეთილშობილი.იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ,ენა ვერ აღწერს. გუშინ,გადაცემის მერე ვფიქრობდი,რა უსამართლოა ეს ცხოვრება,რომ ასეთ გოგოს ამხელა განსაცდელი შეახვედრათქო (((((((((((((( ხო,კიდევ ერთი, რაც მახსოვს სულ, ისაა,რომ ძალიან ემოციურია და მტირალა და გუშინდელი სასამართლოს კადრები რომ ვნახე ეკრანზე და მისი აცრემლებული თვალები,შემეშინდა,კამერების წინ არ ატირებულიყო ((((( მერე,წუხელ,გადაცემაში რომ ჩავრთე,იქაც შემეშინდა, არ იტიროსთქო…ძალიან გულწრფელია და ძალიან დიდი ადამიანი ეს გოგო,ძალიან მეძვირფასება,თავის არაჩვეულებრივ დედიკოსთან ერთად.მთელი ღამე ვდარდობდი წუხელ,ხოდა გავიღვიძე თუ არა,უცებ მომინდა რამე დამეწერა.ალბათ ასეთი განსაცდელის დროს ერთადერთი რამ სჭირდება ადამიანს,უბრალოდ უთხრა, რომ ძალიან გიყვარს და მზად ხარ მის გვერდით იყო გასაჭირში. Nino Darso-ძალიან მიყვარხარ!! ძალიან ძალიან… მეც და მარიამსაც” – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ცენტრ პოინტის” საქმეზე მაია რჩეულიშვილთან ერთად რუსუდან კერვალიშვილიც დააპატიმრეს. მათ 4-4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....