ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისელების საყურადღებოდ: დღეიდან, ქუჩაში სიგარეტის გადაგდება ჯარიმდება 80 ლარით

თბილისში, 3 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

ჯერჯერობით, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება. ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ისინი მოქალაქეებს დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დეტალები და წესები იხილეთ აქ

2 კგ-მდე მეტი მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით გამოიწვევს;

ფეკალიებთან დაკავშირებით (შინაური ცხოველების პატრონების საყურადღებოდ. რედ), საჯარიმო სანქცია იქნება 50 ლარი;

სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური პირი  500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი -1500 ლარით;

სიგარეტის გადაგდებაზე ჯარიმა – 80 ლარი, რადგან ჯარიმა 2 კგ-მდე ნაგავზე 80 ლარია.

იტვირთბა....