ქალაქ თბილისის მერიამ წერეთლის ძეგლთან მომუშავე გარემოვაჭრეებს ადგილის გასათავისუფლებლად დრო დღეს, 19:00 საათამდე მისცა და სანაცვლოდ სავაჭრო სივრცეებში ადგილები შესთავაზა. მუნიციპალიტეტი მათ 6 თვით ფინანსურ შეღავათებსაც სთავაზობს.
ადგილზე ვაჭრობით დაახლოებით 150 ადამიანი ირჩენს თავს, რომლებიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის წინადადებაზე უარს აცხადებენ. გარემოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ მათი დაშლა ტერიტორიაზე ახალაშენებული სავაჭრო სივრცის დირექციის ინტერესებში შედის.
გარემოვაჭრეები წერეთლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ადგილზე ღამის გათენებას გეგმავ. მათ ცოტა ხანში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და მოგვიანებით საერთო განცხადებას გააკეთებენ.
3 დღის წინ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზეც დაშალა და მათი სავაჭრო სივრცეების დემონტაჟი განახორციელა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.