ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხე უნდა გამოირიცხოს”

საქართველოს სახლხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.

„საქართველოს სახალხო დამცველი საანგარიშო პერიოდში აკვირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.

აუცილებელია დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის მექანიზმი, დაწესდება სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში“, – აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

იტვირთბა....