ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტს გენინსპექცია შეისწავლის

საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული განცხადებით აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც პატრულის თანამშრომლებსა და ერთ-ერთ ახალგაზრდას შორის მომხდარი ინციდენტია ასახული.

„აღნიშნულმა პირმა სამართალდამცველებს მიაყენა შეურაცხყოფა, რაც დადასტურებულია შესაბამისი ფაქტებით. მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას, ამაზე გენერალურ ინსპექციას შესწავლა დაწყებული აქვს“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

იტვირთბა....