შსს-ს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.დ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, უნომრო პისტოლეტი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.