შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, ქურდობის 418-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს, შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ქურდობის 9 228 შემთხვევა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 9 646-ია.
მღებრიშვილის უწყება ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკასაც აქვეყნებს. მაჩვენებელი აქაც გაზრდილია. კერძოდ, 2015 წელს ოჯახური ძალადობის 963, ხოლო 2016 წელს 1 356 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტების ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, აღნიშნული კატეგორიის 2 112, 2016 წელს კი – 2 473 შემთხვევა დაფიქსირდა.
კიბერდანაშაულის მაჩვენებელი – 2015 წელს – 240, 2016 – 500 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცივი იარაღის ტარების შემთხვევათა რაოდენობას რაც შეეხება – 2015 წელს – 159, 2016 წელს – 216.
2016 წელს მკვლელობის 3-ით მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს – 367 ყაჩაღური ფაქტი მოხდა, ხოლო 2016 წელს – 267 შემთხვევა;
ძარცვა – 2015 წელს 437, 2016 წელს – 367;
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება – 2015 წელს – 312, 2016 წელს – 250 შემთხვევა; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება – 2015 წელს – 1 604, 2016 წელს – 1 528;
ხულიგნობა – 2015 წელს – 132, 2016 წელს – 99.
მკვლელობის მცდელობა – 2015 წელს – 124, 2016 წელს – 87 შემთხვევა.
რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5 % მოხდა თბილისში, 8,3 % – ქვემო ქართლში, 3,1 % – გურიაში, 10,8 % – აჭარაში, 8,9 % -სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 % – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 % – სამცხე-ჯავახეთში, 5,4 % – შიდა ქართლში, 6,5 % – კახეთში, 2,7 % – მცხეთა-მთიანეთში, 0,1 % – აფხაზეთში.
უწყების ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს დანაშაული 2%-ით არის გაზრდილი.
„ათწლიან დინამიკაში დანაშულის კლების ტენდენცია სტაბილურია, მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 2,5%-ითა გაზრდილი დანაშაული, ისიც გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მათ შორის, გულისხმობს ჩვენს აქტივობას იგივე კიბერდანაშაულთან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია სტაბილურად გაზრდილია,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.