aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას”: სასამართლო “ცენტრ-პოინტის” საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღევანდელი განაჩენით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას.

“2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია მ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას”- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 31 მარტს, თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე დამნაშვედ იქნენ ცნობილი მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად 4-4- წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. რჩეულიშვილის ადვოკატის თმქით, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. პროკურატურაკი  მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.

იტვირთბა....