იღუმენი ილია ვაშაკიძე, რომელმაც უკვე ერთი წელიწადია თავისი ნებით დატოვა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეზე თავის მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქრისტესმიერ საყვარელნო, იცოდეთ და გახსოვდეთ:
1 – დეკანოზი გიორგი მამალაძე განწირულია და მიტანილია წარმართულ სამსხვერპლოზე ფეხებშეკრული მამალივით..
2 – მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ცხვირ-პირ გამურულია, მას ხომ ბომბი აუფეთქდა ხელში.. ძალიან ადრე მოუვიდა ხმამამაღლა ლაპარაკის დაწყება და მადლობა უფალს, მოხუცებული ადამიანი ანუ პატრიარქი, გერმანიიდან მშვიდობით დაბრუნდა, რასაც სინოდი სავარაუდოდ არც კი ელოდა..
3 – მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, თავისი ელასტიურობის წყალობით, გრიმასებითა და მიმიკის კუნთების თამაშით, ხაშლამის ბულიონივით განელდება და შეგრილდება, ანუ ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება და გააგრძელებს მდუმარებას..
4 – აბსოლუტურად სინოდის ყველა წევრი და ყველა სასულიერო პირი საწყის მდგომარეობასა და მდუმარების სანგარში მოკალათდება, ღრმად მოხუცებული პატრიარქის ჯანმრთელობის მორიგ გაუარესებამდე..
ასეთია ჩემი სავარაუდო ანალიტიკური პროგნოზი პატრიარქის ჯანმრთელობის მორიგ გაუარესებამდე, შემდეგ კი მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი, შავი ღრუბელი და ზეციდან სეტყვისა და ჭარბი ნალექის ცვენა კომპრომატების სახით..
გმადლობთ..