ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“რატომ ვმუშაობ იქ, სადაც ვმუშაობ…”: ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება, რომელიც მის გადაცემას მოჰყვა:

“რატომ ვმუშაობ იქ, სადაც ვმუშაობ. იმიტომ, რომ მეძლევა საშუალება გავაკეთო ის გადაცემა, ან ჩავწერო ის ინტერვიუ, რომელიც აქტუალური და საინტერესო იქნება. არც ერთი ზარი არც იმედის ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვათაშორის, არც საპატრიარქოდან გადაცემის წინ ცენზურის მცდელობის კონტექსტში არ ყოფილა. (ბევრს გაუკვირდა როგორ გაუშვესო და ამიტომ მოგახსენებთ).

ამით ბევრი რამაა ნათქვამი ვფიქრობ, ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვებოდა, ბუნებრივია. ჩემთვის, როგორც გადაცემის ავტორისთვის, თავისუფლება მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ჩემი თავისუფლად კრიტიკა მათი მხრიდან, ვინც გადაცემის სტუმრით გაღიზიანდა”. – აცხადებს ეკა ხოფერია.

შეგახსენებთ, ეკა ხოფერიამ თავის გადაცემაში მეუფე პეტრე ცაავა მიიწვია, რომელმაც ძმებ ახალაიებზე ისაუბრა. ამას კი საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

იტვირთბა....