ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე ვეხმარებით საარსებო წყაროს მიღებაში”

 

დღეს საქართველოს მთავრობამ  დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, მიიღონ გრანტები.

„პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ. ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე ვეხმარებით საარსებო წყაროს მიღებაში და ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მცირე მეწარმეობა, გადამზადნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა, მადლობა ვუთხრა სოზარ სუბარს ნაყოფიერი მუშაობისთვის,“– განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

იტვირთბა....