ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროპამ საქართველოს კარი გაუღო”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ  2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას გაუღო კარი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მიღწევაში.

“ჩვენ აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა ევროპაში გასამგზავრებლად. 28 მარტს, ორი დღით, ახალგაზრდებთან ერთად, გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრებში და მინდა ხაზი გავუსვა მათი თვალით დანახულ პერსპექტივას. მათი თვალით დანახული ეს შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაეხსნა 28 მარტიდან არის სულ სხვანაირი, ძალიან საინტერესო, გაცილებით უფრო მდიდარი.

მიხარია, რომ გვყავს ასეთი ახალგაზრდობა. ჩვენს დელეგაციაში იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, ე.წ. „სტარტაპერები“, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ეს შესაძლებლობა მათთვის არის განუყოფელი ნაწილი იმ პერსპექტივების განხორციელებისა, რაც აქვთ ჩაფიქრებული,“–აღნიშნა პრემიერმა.

იტვირთბა....