ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პოლიტიკური პრასტიტუტკა”: ელისო კილაძის ჩართვამ რესპონდენტი სტუდიიდან გააქცია (ვიდეო)

ეკა კვესიტაძის გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” გუშინ დაპირისპირება მოხდა. გელა ღურწკაია, რომელმაც თავის დროზე ფარული ჩანაწერები მიუტანა ჟურნალისტ ელისო კილაძეს, ამ  უკანასკნელს სატელეფონო ჩართვის დროს დაუპირისპირდა. კილაძემ გელა ღურწკაია სუსის აგენტობაში დაადანაშაულა, რაზეც კვესიტაძის რესპონდენტი გაღიზიანდა და კილაძეს – “პოლიტიკური პრასტიტუტკა” უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თოქ-შოუს წამყვანი მოუწოდებდა მას დამშვიდებისკენ, რესპონდენტი არ ცხრებოდა. კვესიტაძემ მიკროფონის გათიშვაც კი მოინდომა: “გათიშეთ მიკროფონი” – კვესიტაძემ კითხვების დასმა ვერ მოასწრო, რადგან გელა ღურწკაია წამოხტა და ეთერიდან გაიქცა.

“ელაპარაკეთ ახლა კილაძეს მარტო” – თქვა ღურწკაიამ და პირდაპირეი ეთერი დატოვა.

https://youtu.be/gWRPvB4s_o8

 

იტვირთბა....