მოძრაობა “ევროპული საქართველო” თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მათი გუნდიდან ელენე ხოშტარიას განიხილავს. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა რუსთავი 2–ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში.
“ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატურაა, მათ შორისაა, რა თქმა უნდა ელენე ხოშტარია,” – ამბობს გაბაშვილი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია ამჟამად საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრია.