პრეზიდენტი მარგველაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ე.წ. მთავრობებთან შეთანხმებების ხელმოწერას მასკარადს უწოდებს. მისი თქმით, არავინ მსოფლიოში ამ შეთანხმებებს არ აღიარებს.
“არაღიარების პოლიტიკა უკვე წარმატებაა. საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა მიაღწიეს იმას, რომ არაღიარების პოლიტიკა ფაქტია. აქ წერტილი დასმულია. ამის საპირისპიროდ, ამაზე საპასუხოდ გადადგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციამ. არაღიარების პოლიტიკით სრული კრახის ფონზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განიცადა, მათ გადაწყვიტეს განახორციელონ ანექსიური პოლიტიკა. რაში გამოიხატა ეს – 2014 წლიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებში – სტრატეგიული შეთანხმებების ხელმოწერაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ არსებულ რეჟიმებთან, შემდგომ საერთაშორისო დიპლომატიის მასკარადში, რაც განხორციელდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”ვექტორში”.
პრეზიდენტის თქმით, მომავალში უნდა შემუშავდეს ანტიანექსიის პოლიტიკა, რომლის მონაწილეც საქართველოს მოკავშირე ქვეყნები იქნება. მარგველაშვილის განცხადებით, ანტიანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტია ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
აღნიშნული განცხადებები გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსიდან გააკეთა.
იტვირთბა....