IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია. კითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება“ 26 %,
„ნაციონალური მოძრაობა“ -15%,
„ევროპული საქართველო“ – 7%,
„ლეიბორისტული პარტია“ – 6%,
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4%,
არცერთი – 15%,
არ მაქვს პასუხი 20 %.
პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი მარგველაშვილი ლიდერობს 67%-ით. მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა (65%), პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილზეა.
გამოკითხვის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.