ახალი ამბები მთავარი სამართალი

გავრცელებული ცნობით, მარნეულში ქალმა მამაკაცი სექსუალური ძალადობის მცდელობის ნიადაგზე დაჭრა

მარნეულში, სოფელ თექალოში 24 წლის ქალმა 26 წლის მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სექსუალური ძალადობის მცდელობის ნიადაგზე მოხდა, რის გამოც ქალმა მამაკაცს ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესამსახურში განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....