ვებგვერდების პოპულარული მთვლელის Alexa.com-ის მიხედვით, ოდნოკლასიკის საიტმა (ok.ru) ფეისბუკს (facebook.com) გადაუსწრო. TOP 10-ში კიდევ ორი რუსული ვებგვერდია – ასევე, სოციალური ქსელი ვკონტაქტე და Mail.ru. ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ წერს.
საქართველოში ყველაზე პოპულარული საიტების ათეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
1 – Youtube.com
2 – Google.ge
3 – Porn555.com
4 -Google.com
5 -Odnoklassniki.ru
6 – Facebook.com
7 – Myvideo.ge
8 – Vk.com
9 – Google.ru
10 – Mail.ru
ნეტგაზეთის ცნობით, აღსანიშნავია, რომ Google-ის აპლიკაციების სისტემაში (Play store) ფეისბუკის აპლიკაცია ჩამოტვირთვების თვალსაზრისით ოდნოკლასნიკებს მნიშვნელოვნად უსწრებს, თუმცა უშუალოდ ვებგვერდზე შესვლასთან დაკავშირებით 2012 წელთან შედარებით საქართველოში იტერნეტის მომხმარებელთა ქცევის სურათი რადიკალურადაა შეცვლილი. 5 წლის წინ facebook.com ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი იყო და Ok.ru-საც უსწრებდა.
Alexa.com-ის მიხედვით, ამჟამად Ok.ru მთელ მსოფლიოში პოპულარობით #44 ადგილზეა. მისი მომხმარებლების უმეტესობა მამაკაცები არიან, ოდნოკლასნიკის მომხარებელთა დიდ ნაწილს ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც სკოლა დამთავრებული აქვთ და ქსელში როგორც წესი სახლიდან შედიან.