ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ხუთი ობიექტი გაქურდეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე 5 ობიექტი გაქურდეს. გაქურდულია სურსათის, ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი.

გავრცელებული ინფორმაციით, საკანცელარიო მაღაზიიდან წაღებულია 200 ლარი, ჰომეოპათის ოფისში მდებარე შესაწირის ყუთიდან მცირე ოდენობის თანხა, ხოლო დანარჩენ მაღაზიებში მძარცველებს ფული არ დახვდათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქურდობა სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....