გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა. არაოფიციალური ცნობით, ზედა ეწერში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სევერიანე ბერულავა სუს-ის ანტიკორუფიული სააგენტოს თანამშრომლებმა აიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას ედავება საგამოძიებო უწყება ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც თემაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.
იტვირთბა....

