ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ”

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, გარემოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა უკანონო ქმედებას, თბილისის მერიის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

“კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. უნებართვო გარევაჭრობა ეწინააღმდეგება კანონს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს. ისინი ძირითად პრობლემებად ანტისანიტარიას, გადაადგილებისას შეფერხებას, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევასა და თბილისის იერსახის დამახინჯებას ასახელებენ და მუნიციპალიტეტს რეაგირებას სთხოვენ”.-განაცხადა ლექვინაძემ.

დღეს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს, აკრძალვის მიუხედავად თავიანთი ნივთები ისევ მიიტანეს და გაყიდვა დაიწყეს.

იტვირთბა....