ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილის გიგანტური ტიტის გადატანას ხმაური მოჰყვა

მახინჯაურში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გადამზიდი კომპანია „გზისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დღეს გამთენიისას გიგანტური ხე ტიტა, მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე გადაიტანეს, რის შედეგადაც რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტკაბელები დაზიანდა, – ამის შესახე წერს „რუსთავი 2“. რკინიგზის თანამშრომლების განცხადებით, მათ დილიდან ინტერნეტი არ აქვთ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომპანია „გზას“ სანაპირო ზოლზე სამუშაოების წარმოების ნებართვის დამადასტურებელ საბუთს სთხოვენ.

გიგანტური ტიტა ახლაც სანაპიროზეა და ადგილზე ამ დრომდე ხმაურია.

იტვირთბა....