ფონდ „ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალური ქსელის მომხმარებლის ბექა რამიშვილის სტატუსს Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ეს არ არის „ლიბერთი ბანკის” თავისუფალი ნება. ეს არის კლიენტისთვის ინფორმაციის დამალვა წინასწარი განზრახვით. ეს ეროვნული ბანკის მისახედი თემაა”, -წერს უძილაური.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბექა რამიშვილმა „ლიბერთი ბანკის” სწრაფ სესხთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.
„ამას კიდე ერთხელ დავდებ, რომ ყველამ გაითვალისწინოს.
მარტივი აფიორა… P.S. საუბარია „ლიბერთი ბანკის” სწრაფ სესხზე.
იღებ „ლიბერთი ბანკიდან” 1500 ლარს და ანაწილებ 4 თვეზე…
თვეში გიწევს 410 ლარის გადახდა, ეს გამოდის ჯამში 1640 ლარი… ჯანდაბას, ფიქრობ რომ 4 თვეში 140 ლარით მეტის გადახდა არაფერია… თურმე სად ხარ…
ჯერ ხელზე იღებ 1425 ლარს, თურმე გაცემის საკომისიოს გაჭრიან… ნუ რაღას იზამ… მიდიხარ თვის ბოლოს, აპირებ პატიოსნად გადაიხადო 410 ლარი და… აღმოჩნდა რომ 410 კიარა 471 ლარი გაქ გადასახდელი და ეს იმიტომ, რომ თავდები(!) არ გყავს და ამისთვისჯარიმა გერიცხება… მოითხოვ სასწრაფოდ წინსწრებით მთლიანი ვალის დაფარვას და… თურმე ის 1640 ლარი უნდა დაფარო წინსწრებით, იმ ოთხი თვის პროცენტი, რომელიც არგამოგიყენებია, მაინც უნდა დაფარო…. პლუს უნდა დაამატო 2 პროცენტი პირგასამტეხლო… და გამოდის რომ 1425 ლარში იხდი 1725 ლარს… და ეს ყველაფერი სამ კვირაში…”, – წერს ბექა რამიშვილი.