საქართველოს მოქალაქე თურქეთში ანტალიაში სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
35 წლის მამაკაცი ი.ძ. სასტუმროს პერსონალმა მას შემედ აღმოაჩინა, რაც მათ მამაკაცის ოჯახის წევრები საქართველოდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ ის ტელეფონზე რამდენიმე საათია აღარ პასუხობს.
თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცის გრადაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღება გახდა.
ადგილზე პოლიცია იქნა მობილიზებული და მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
თურქეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის გადამოწმება მიმდინარეობს.