ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმ სექტისთვის, რომლადაც მართლა ჩამოყალიბდით, ადამიანური ენა გაუგებარია”: სერგი კაპანაძე ენმ-ს მიმართავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“ვიზალიბერალიზაციაზე “ევროპული საქართველოს” განცხადება არის ჩემი დაწერილი. ასე რომ, ნაცქოც სექტანტებს შეგიძლიათ აქეთ მომართოთ თქვენი ენერგია (თუ კიდევ დამრჩით ფრენდებში).

ახლა გიხსნით ადამიანური ენით, თუმცა, კარგად მესმის, რომ იმ სექტისთვის, რომლადაც მართლა ჩამოყალიბდით, ადამიანური ენა გაუგებარია.

ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო 2012 წლის ივნისში, ჩვენი ხელისუფლების დროს. ქოცები იძახიან, რომ დაიწყო 2013-ში.

2012 წელს ჩვენ ვიყავით ისევ ხელისუფლებაში. მთელი წელი. ესენი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდნენ კაბინეტებში და ისე არ გაუკეთებიათ არაფერი იმ წელს ვიზალიბერალიზაციისთვის, როგორც იმ სექტის წევრების უმრავლესობას, რომლებმაც გნიასი ატეხეს.

დიახ, ვიზების ფასილიტაცია გაცილებით ადრე დაიწყო, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ერთად 2009 წელს, მერე ამას მოჰყვა ფასილიტაციის და რეადმისიის ხელშეკრულებები 2010-2011 წლებში. ეს ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯები იყო, მაგრამ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო 2012 წელს. 2013-ში გადმოგვცეს სამოქმედო გეგმა, მისი შესრულება მოხდა 2014-2016 წლებში. ესაა ისტორია. მხოლოდ იმიტომ, რომ 2012 წელი ტრაგიკულად მიგაჩნიათ, კალენდრიდან მას ვერ ამოვიღებთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ.

პ.ს. confirmation bias თეორია მოძებნეთ კარგად ვიკიპედიაში, და მიხვდებით რა გჭირთ. ანდა, რას მიხვდებით….

პ.პ.ს ეს პოსტი არ ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება მართლა გულწრფელი კითხვა გაუჩნდა, რატომ ვახსენეთ 2012 წელი. მათთვის ახსნაც დავდეთ ჩვენს ფეიჯზე და პირადადაც ვუპასუხეთ. მხოლოდ სექტანტებს და სექტის ბოღმა ლიდერებს ეხება,”- წერს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ ბანერთთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:

“დიდი მადლობა, მეგობრებო, მაგრამ ამ პროცესის დაწყებაში, სხვა ბევრთან ერთად, მთავრობის წევრი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა და 2012 წლამდე იყო ეგ, ნამდვილად.
გაასწორეთ შეცდომა, თუ შეიძლება.”-წერს გვარამია.

17498398_764714410363554_4195684250377376111_n

 

იტვირთბა....