28 მარტს ტელეკომპანია“ტევე პირველზე“ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „რეაქცია“ არ გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა, თუ რა გხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში არ გაშვების მიზეზი. ამის საპასუხოდ კი ჟურნალისტი გრიგოლია მაყურებელს პასუხობს და გადაცემის არ გაშვების მიზეზად ავადმყოფობას ასახელებს.
„ავად ვარ და ამიტომ ვერ გავიდა ეთერში „რეაქცია” .მადლობა ყურადღებისთვის. ასეთი რამ საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს ხოლმე. იმედია, პარასკევს აღვდგები” , – წერს გრიგოლია.