ტყიბულში, დღეს დილით, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეშახტე იყო. სავარაუდოდ, მას მინდელის სახელობის შახტასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაღუპულს ტყვია ზურგიდან აქვს ნასროლი და სავარაუდოდ, თავდამსხმელმა მეშახტეს მაშინ ესროლა, როდესაც ის შახტას ეზოში შედიოდა.
როგორც ადგილობრივებმა „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადეს, მათ მამაკაცის პოვნისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, მედიკოსებს მეშახტე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
„მეტრონომი“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მოძიებას ცდილობს და სიახლის შემთხვევაში, ოპერატიულად მიაწვდის მკითხველს.