ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, თუმცა მისი დახმარება საქართველოში შეუძლებელი იქნება. ამიტომაც იყო, რომ ადვოკატებმა სასამართლოზე მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს.
”იმის მტკიცებულება გვაქვს, რომ მამა გიორგი მამალაძემ საქართველოში ოპერაცია ვერ გაიკეთა. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს,”- განაცხადა ფანცულაიამ.