საზოგადოება

“ხშირად გაიგონებთ პარლამენტში შეძახილებს: სამკურნალოა, გიჟია, ჩამო ქალო ტრიბუნიდან!”

საქართველოს ეკონომიკური ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ფეისბუქზე წერს:

“სულ ორიოდე წლის წინათ დაუნი სალანძღავ სიტყვად ისე გამოიყენებოდა, რომ ვერც კი ვხვდებოდით, თუ როგორ ვაყენებდით შეურაცხყოფას ადამიანებს. დღეს ძალიან გამიკვირდება, პოლიტიკოსმა ან სხვა ცნობილმა ადამიანმა ეს სიტყვა ამ დატვირთვით იხმაროს. საზოგადოების ერთი ნაწილის აქტიურობით და განმანათლებლობით ნელ-ნელა მცირდება ზოგიერთი სიძულვილის და დისკრიმინაციის გამომხატველი სიტყვით მიმართვის შემთხვევები.
პოლიტიკოსები ყველაზე მეტად სცოდავენ ამ კუთხით. ხშირად გაიგონებთ პარლამენტში შეძახილებს: სამკურნალოა, გიჟია, ჩამო ქალო ტრიბუნიდან!
ავადმყოფობა არ არის სირცხვილი.
დიდი ხანია დასავლეთში არავინ მოიხსენიებს ფსიქიკურად დაავადებულებს გიჟებად. წინათ სულით ავადმყოფებს უწოდებნენ, მერე პაციენტებს, ახლა “იუზერებად” მოიხსენიებენ, მომხმარებლებად ( ფსიქიკური სერვისის მომხმარებლებად). ასე მოხდა ზანგის ტანსფორმაციაც, ინვალიდიც გადის ხმარებიდან.
რომ ამბობებენ, ხომ ცუდია, მაგრამ რომ არ იციან, კიდევ უარესი.
ერთი კარგი ლექცია გვჭირდება პარლამენტში”-წერს გოცირიძე.

იტვირთბა....