საზოგადოება

“ბატონო ალეკო, თბილისს არ უყვარს მატყუარა ადამიანები”: აბესაძე ელისაშვილს

 

თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე ფეისბუქზე წერს:

„ერთია, იგონებდე ამბავს და მეორე – ადამიანს ცილს სწამებდე. რა უცნაურია, როდესაც „ერთ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე ფერაძე და ორივე გიორგის ასული.

დედაქალაქის მერს და მის ძმას სდებდე ბრალს კორუფციასა და მშენებლობის „მფარველობაში”, ოღონდ ეს ადამიანი არათუ დავით ნარმანიას ძმა, არამედ საერთოდ არანაირ ნათესაურ კავშირში არ იმყოფება მასთან.

 

ბატონო ალეკო, ერთხელ უკვე დაგაკისრა სასამართლომ სიცრუის და ცილისწამების გამო ბოდიშის მოხდა და ფინანსური ჯარიმა. ტყულით და ცილისწამებით, მერწმუნეთ, მხოლოდ თქვენ დაზარალდებით.

 

ბატონო აკაკი და ბატონო გიორგი, თქვენს მიერ წარმოდგენილი სიუჟეტით „ირკვევა”, რომ ბარნოვის 77- ში არსებულ მშენებლობას დავით ნარმანიას იურისტი ძმა ირაკლი ნარმანია მფარველობს.

 

გაგიკვირდებათ და თურმე ქალაქში ორი ირაკლი ნარმანია ცხოვრობს და ის, ვინც ბარნოვის მშენებლობას „ლობირებს” და კიდევ სხვა მრავალ მშენებლობებს იქნებ, აი, ეს არის.

 

მესმის, რომ ეს თქვენი უტიფარი პოლიტიკური დღის წესრიგია, მაგრამ ასე „თეთრი ძაფით ნაკერი” ტყუილი, როგორც მინიმუმ, გამოაშკარავდება და თავს იგივე ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლებთან ჩაიყენებთ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში.

 

P.S. ბატონო ალეკო, თბილისს არ უყვარს მატყუარა ადამიანები და ამაში თქვენი პარტნიორების, „ნაციონალური მოძრაობის” მაგალითზე უნდა დარწმუნებულიყავით”, – წერს აბესაძე.

იტვირთბა....