საზოგადოება

“ჯერ ევროპამდე დიდი გზაა…”

საზოგადოებრივი კომუნიკაციებისა და მართვის სპეციალისტი-არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“ევროკავშირში ფეხს ვიზალიბერალიზაციით კი არ შევდგამთ, არამედ შრომის კოდექსით, დაცული დასაქმებულით, სოციალური სამართლიანობით შევდგამთ…

საქართველოს უმრავლეს რეგიონში წყალიც რომ არაა, გაზზე არაფერს ვამბობ, ელემენტარული კომუნიკაციები რომ არ გვაქვს განვითარებული, ამით ევროპის ნაწილი ვერც ვიზალიბერალიზაციით გავხდებით.

სანამ სასამართლო პატივისცემას არ იმსახურებს და გადაწყვეტილებები საეჭვოა, მანამდეც ევროპა ჩვენგან შორს იქნება.

სანამ ქვეყნის მოქალაქე სრულუფლებიანი არ იქნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად ეროვნული წარმოშობისა, მრწამსისა და ა.შ. მანამდეც ევროპა შორს იქნება.

ძალიან ბევრი რამეა ჯერ ელემენტარული შესაქმნელი ჩვენს ქვეყანაში, სანამ ვიტყვით, რომ ევროპა შემოვიდა ჩვენში, ჯერ ევროპამდე დიდი გზაა, იქნებ ვიზალიბერალიზაციამ მეტის შექმნის მოტივაცია მოგვცეს, ესაა უმთავრესი”-აღნიშნავს გამზარდია.

 

იტვირთბა....