ახალი ამბები

აღმაშენებლის ქუჩაზე 3 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

აღმაშენებლის ქუჩაზე, 3 სართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებლის ორი ოთახი. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„იწვოდა 3 სართულიანი შენობის დაშენებული მე-4 სართულის 2 ოთახი. ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ოთახი დაიწვა,  ასე 80-120 კვადრატულ მეტრამდე.

ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო, 1 სამაშველო და 2 სპეციალური სახანძრო მექანიკური კიბეები, დაშავებული არავინ არ გვყავს და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია,“ – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაწყებულია გამოძიებაც. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზები ცნობილი არ არის.

იტვირთბა....