ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ოფიციალური Starbucks-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას არ ადასტურებს

ოფიციალური Starbucks-ი საქართველოს ბაზარზე ბრენდის შემოტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ კომპანიამ “იმედს” ექსკლუზიურად განუცხადა.

მათი განცხადებით, ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოში Starbucks-ის ყავის ქარხანა და მაღაზია გაიხსენბა,  ჭორი და სპეკულაციაა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურშიც  განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს “კაფსულო”-ს ნებართვა მისცა კახეთის გზატკეცილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ნებართვაა გაცემული, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, არც პირად საუბრებში და არც დოკუმენტებში, კომპანია Starbucks-ი არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება, როგორც სავაჭრო ობიექტი, ასევე ყავის საწარმო.

 

იტვირთბა....