ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა  მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს.ისინი  მთავრობისგან საკუთარი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.

დაზარალებული მეანაბრეები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მიმართავენ და საფინანსო კომპანიაში შეტანილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლალი თეთრუაშვილის განცხადებით, მეანაბრეები ხელისუფლებამ ელიტარულ კორუფციაში ჩაითრია და დღემდე არ არის დადგენილი კომპანიის ვალი მეანაბრეების მიმართ.

„წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ჩამოვედი და ჩემმა ქვეყანამ გამძარცვა, დღისით, მზისით. დღესაც არ არის დადგენილი კომპანიის ვალი მეანაბრეების მიმართ. სასამართლო პროცესების დასრულებამდე ვითხოვთ თანხების დროულ დაბრუნებას“, – განაცხადა თეთრუაშვილმა.

იტვირთბა....