საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსისსაავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, აკრძალლია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის კმ 134-კმ 135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღდგება.