შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა იმ ტექნიკური საშუალებების შესახებ ისაუბრა, რომლითაც უწყება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროცესის მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს.
„ჩვენ უკვე გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რათა გამოვავლინოთ ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადას გადააჭარბებენ და სხვა მხრივ დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის პირობებს და ამის შესახებ უფრო აქტიურად მივაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსა და ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებში. არასრულწლოვნებთან დაკავშირებით რჩება იგივე რეჟიმი, რაც დღეს მოქმედებს ანუ საჭიროა მშობლების თანხმობა, ან ბავშვი უნდა მიდიოდეს მშობლების თანხლებით. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, თუ ვინმე საქართველოშია ნასამართლევი და სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, მაგალითად, არის პრობაციონერი, ან რაიმე სხვა უფლება აქვს შეზღდული, მას ქვეყნიდან გასვლა არ შეეძლება. სხვა შემთხვევაში კი ნასამართლევ პირებსაც თავისუფლად შეუძლიათ შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე თუ დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რაც დადგენილია შენგენის ზონისთვის“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

