რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
„უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ასევე სამმხრივ რუსეთ-ამერიკის-უკრაინის ფორმატში 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებების წინა, მეორე რაუნდი 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართა. რუსეთის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.

