აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, სლოვაკეთსა და უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და ხაზს უსვამს ამ ქვეყნებთან პარტნიორობის მნიშვნელობას. რუბიოს განცხადებით, აღნიშნული სახელმწიფოები ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო მოკავშირეები არიან.
„ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად ძალიან მტკიცედ დგანან, აქტიურად თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენ მათთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ. ეს კარგი შესაძლებლობაა მათ მოსანახულებლად, მით უმეტეს, რომ ამ ორ ქვეყანაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

