ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება.
ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის.
“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

იტვირთბა....