https://www.youtube.com/watch?v=fNB5-GZMQs8
24 წლის თორნიკე ტუღუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს „BMW“-ს მარკის ავტომობილით შეეჯახა, დღეს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის თავს დამნაშავედ ცნობს და პროკურორის შუამდგომლობას, რომ პატიმრობაში იყოს, ეთანხმება.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს და იყოს პატიმრობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მეტრონომის“ ჟურნალისტი სასამართლოდან იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „BMW“-ს მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ბავშვის დედა კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.