საზარელი ავტოავარიის მძღოლი, რომელიც დედა-შვილს შეეჯახა, დაკავებულია. ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შემთხვევის შესახებ ყვება ოჯახის ახლობელი. მისი თქმით, ორი მანქანა ერთმანეთს ეჯიბრებოდა თუ რა იყო, რთულია, მაგრამ ბავშვი, რომელიც ამ უბედური შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდა საშინლად არის დასახიჩრებული. იგი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დედა დღემდე მართვით სუნთქვაზე რჩება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დიღმის ხეივანში, საშინელი ავტოავარია მოხდა. ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მძიმე დარტყმა მიიღო დედა-შვილმა.