ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიამ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო

დღეს დედაქალაქის მერიამ  უნებართვო, გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. რამდენიმე ადგილას უკვე დაშალეს უკანონო კონსტრუქციები ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელბმა. თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით უკმაყოფილო მოქალაქეებამ არა ერთხელ მიმართეს.

დედაქალაქის მთავრობამ უკვე გამართა მოლაპარაკება ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან, რომელიც გარემოვაჭრეებს რამდენიმე ბაზრობაზე შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, ადგილს დაუთმობს.

„თბილისში ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება, განსაკუთრებით ცხელ წერტილებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი გარევაჭრობა და ეს ხელს უშლის გარკვეული პირობების მოწესრიგებას.

თუკი გაჩნდება ასეთი კერები, ბუნებრივია, ჩვენ კანონის შესაბამისად გვაქვს შესაძლებლობა, რომ კონსტრუქციები, რომლის განთავსებაც დაშვებული არ არის, გავასუფთაოთ ისე, როგორც გავასუფთავეთ აქამდე,“ -განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

იტვირთბა....