ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანთან ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს

მორიგი გატაცება გორის რაიონიდან. რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანის  მკვიდრი მამაკაცი დააკავეს. კახაბერ ქისიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ის ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის ოჯახის წევრთა განცხადებით, შესაძლოა კახაბერ ქისიშვილი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლობლის მოსანახულებლად გადავიდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ქისიშვილი უკვე მესამედ მოხვდა ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბოლოს იგი ამავე ბრალდებით ერთი თვის წინ იყო დაკავებული და 2 000 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იტვირთბა....